alt
ვინ ვართ ჩვენ?

Trivo - ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტა

მისია

ჩვენი მისიაა გავამარტივოთ საგადასახადო შეუსაბამობის იდენტიფიცირება

trivo-ს მისიაა გააციფრულოს და უფრო მოსახერხებელი გახადოს გადასახადების მართვის პროცესი, კერძოდ მცირე და საშუალო ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა სწრაფად, ზუსტად და ხელმისაწვდომ ფასად დააიდენტიფიცირონ საკუთარი საგადასახადო რისკები და მიიღონ რეკომენდაციები იდენტიფიცირებული რისკების აღმოფხვრის თუ შემცირებისთვის.

ისტორია

trivo-ს ისტორია

2023 კომპანიის დაარსება
პროდუქტის საჭიროება დავინახეთ მცირე და საშუალო ბიზნესთან მრავალწლიანი მუშაობის და დაკვირვების შედეგად. ამ ზომის ბიზნესებს ხშირად უჭირთ მათთვის ხელმისაწვდომი პირობებით ისარგებლონ საკონსულტაციო თუ აუდიტორული სერვისებით, რაც შედეგად იწვევს გაზრდილ რისკებს საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თვალსაზრისით. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ციფრული ალტერნატივა აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ.
2024 MVP პროდუქტი
2024 წელს ჩაეშვა სისტემის MPV ვერსია. ხანგრძლივი და სირმისეული ტესტირებების შემდგომ დავპარტნიორდით საქართველოს ბანკთან და ვიზასთან. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ვიზას, საქართველოს ბანკის კლიენტებს სთავაზობდა 70%-იან სუბსიდირებას trivo-ს პაკეტებით სარგებლობაზე. აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღი რეალური უკუკავშირები მომხმარებლებისგან და სოფტი კიდევ უფრო მეტად მოგვერგო მათ საჭიროებებზე.
2024 GITA გრანტი
2024 წელს გავიმარჯვეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპების კონკურსში და მოვიპოვეთ 150 ათას ლარიანი გრანტი პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი განვითარებისთვის. გრანტის დახმარებით მოხდა სისტემის ძირეული მოდიფიკაცია და მომხმარებლისთვის გამარტივებული ინტერფეისის შექმნა. პარალელურად დაიგეგმა ახალი ალგორითმების ინტეგრაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო დეტალური რეპორტის გენერირებას.
2025 რებრენდინგი და გაყიდვების დაწყება
2025 წლის დასაწყისში ბრენდმა განიცადა რებდენდინგი (შეიცვალა ბრენდული სახელი, კორპორაციული ფერები და ა.შ.). ასევე, დასრულდა დაგეგმილი ფუნქციონალების ტექნიკური სამუშაოები. ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს უფრო ღირებული ინფორმაცია საკუთარი კომპანიის საგადასახადო რისკების შესახებ. დაგეგმილია ახალი ფუნქციონალების დამუშავება, რაც trivo-ს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მომხმარებლისთვის.
TEAM MEMBERS

გაიცანი ჩვენი გუნდი

trivo-ს გუნდში გაერთიანებულია ის ცოდნა და გამოცდილება, რაც აუცილებელია ხარისხიანი პროდუქტის შესქმენლად

გიგა ფაიქიძე

Co-Founder

ლაშა კოხრეიძე

Co-Founder

თეონა კუნჭულია

Tax Expert

აკაკი ნეფარიძე

Developer

ლილე ონიანი

PM/QA

მარგალიტა დარსანია

BDM